ლევან მურუსიძე მედიას - რა ინტერესი გაქვთ, რომ 5 წლის განმავლობაში 1 დადებითი სიუჟეტი არ გავიდა სასამართლოში მიმდინარე დადებით მოვლენებზე?!

„რა ინტერესი გაქვთ, რომ 5 წლის განმავლობაში 1 დადებითი სიუჟეტი არ გავიდა სასამართლოში მიმდინარე დადებით მოვლენებზე?!“, - ამ კითხვით სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძემ მედიის წარმომადგენლებს მიმართა. როგორც მურუსიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, წლების განმავლობაში სულ უარყოფითი სიუჟეტები მზადდება სასამართლოს შესახებ და სასამართლოს სწორედ ამიტომ აქვს საზოგადოებაში დაბალი რეიტინგი.

„მე არ მახსოვს 5 წლის განმავლობაში, რომ რომელიმე ტელევიზიისგან რამე მხარდაჭერა ყოფილიყო სასამართლოს მიმართ და გაშუქებულიყო თუნდაც ერთი დადებითი ნიუსი სასამართლოსთან მიმართებაში. ადამიანები გამოდიან, სასამართლოს ლანძღავენ და გადაიცემა მხოლოდ ეს სიუჟეტები. 1 სიუჟეტი სასამართლოზე დადებითი კუთხით ამ ბოლო წლების განმავლობაში არ გაკეთებულა. თუ ჩვენ ობიექტურობის განცდა გვაქვს, არ შეიძლება 5 წლის განმავლობაში სულ უარყოფითზე ვისაუბროთ. გეკითხებით მედიას - რა ინტერესი გაქვთ, რომ 5 წლის განმავლობაში 1 დადებითი სიუჟეტი არ გავიდა სასამართლოში მიმდინარე დადებით მოვლენებზე?! გამოკითხვების თანახმად, მოქალაქეები ძირითადად ინფორმაციას ღებულობენ ტელევიზორიდან. როდესაც წლების განმავლობაში სულ უარყოფითი სიუჟეტები კეთდება, სასამართლოს როგორ შეიძლება, რომ ჰქონდეს დადებითი რეიტინგი?!”, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს