ბექა ნაცვლიშვილი - ჩემი სურვილია, რომ დომინოსებრი ეფექტი არ მიიღოს ამ ყველაფერმა და უმრავლესობა შენარჩუნდეს

არავინ არავის არ უშვებს, ეს არის ყველას ინდივიდუალური გადაწყვეტილება, - ასე გამოეხმაურა უმრავლესობიდან რამდენიმე დეპუტატის შესაძლო წასვლას დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი.

“ჩემი სურვილია, რომ დომინოსებრი ეფექტი არ მიიღოს ამ ყველაფერმა და უმრავლესობა შენარჩუნდეს, რადგან ეს არის ქვეყნის სტაბილურობის გარანტი.

მე როგორც ვფიქრობ, უმრავლესობა შენარჩუნდება, აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს იმიტომ, რომ იქ დარჩებიან ის ადამიანები, რომელთაც ერთნაირი მსოფმხედველობა აქვთ და როგორც ჩანს, ერთნაირი მსოფმხედველობის ადამიანები იქ საკმარისი არიან იმისთვის, რომ უმრავლესობა შეინარჩუნონ“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს