დავით სერგეენკო „თიბისი ბანკზე“ - ჩემი დიდი სურვილია, რომ ასეთი მსხვილი ფინანსური ინსტიტუციის ირგვლივ მიმდინარე პროცესები მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს

ჩემი დიდი სურვილია, რომ ასეთი მსხვილი ფინანსური ინსტიტუციის ირგვლივ მიმდინარე პროცესები მაქსიმალურად გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის აღქმადი იყოს, - ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მამუკა ხაზარაძის მიერ „თიბისი ბანკის” დატოვებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის თქმით, სურს სჯეროდეს, რომ საკითხთან დაკავშირებით არც ერთი პასუხგაუცემელი შეკითხვა არ დარჩება.

„თიბისი ბანკთან” დაკავშირებით ჩემთვის ცნობილია მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც საჯარო სივრცეშია. ჩემი დიდი სურვილია, რომ ინფორმაცია და ზოგადად, ასეთი მსხვილი ფინანური ინსტიტუციის ირგვლივ მიმდინარე პროცესები, მაქსიმალურად გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის აღქმადი იყოს, იმისათვის, რომ არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩეს. ნამდვილად მინდა მჯეროდეს, რომ ასეც იქნება”,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა