სერგი კაპანაძე - საპენსიო სისტემის ალტერნატიული საკანონმდებლო პაკეტი უტოპიაა

საპენსიო სისტემის ალტერნატიული საკანონმდებლო პაკეტი უტოპიაა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა სერგი კაპანაძემ პარლამენტში პლენარული სესიის დროს განაცხადა.

„როგორც ჩანს, წარმოდგენილი კანონპროექტის იდეა არის, რომ დღესვე ვართმევთ ხალხს და დღესვე ვაძლევთ სხვას. უკვე შემოთავაზებულ მოდელში კიდევ შემიძლია გავიგო, რომ დღეს რომ ვართმევთ ხალხს ფულს, მათსავე ანგარიშზე არის და შემდეგ უბრუნდებათ. მაგრამ ამ შემოთავაზებულ ვერსიაში არის, რომ აიღე ფული და დღესვე დაარიგეო. ანუ ეს ჩვეულებრივ გადასახადის შემოტანაა.

რაც შეეხება შინაარსს, ითქვა, რომ დაბალი იქნება პროცენტი, მაღალი იქნება პენსია, ითქვა, რომ ახლავე აიღებ ფულს და პენსიონერი უკვე მიღებს გაზრდილ პენსიას, ითქვა, რომ არ დააწვება ბიუჯეტს წნეხად. მომხსენებელმა მოყვა ისეთი ლამაზი რაღაც, რაზეც შეუძლებელია უარი თქვა. რომ შევაჯამო ეს კანონპროექტი, უტოპიაა და იმედია არც დამტკიცდება“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში ახალი საპენსიო სისტემის თაობაზე ალტერნატიულ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავენ. ცვლილებების პროექტს დეპუტატებს ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ წევრი, ბექა ნაცვლიშვილი წარუდგენს.

ინიციატივა სავალდებულო შენატანებზე დაფუძნებულ, თაობათა შორის სოლიდარობის სქემის ამოქმედებას გულისხმობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა