ოთარ ჩრდილელი - სახელმწიფოს რღვევა იწყება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს რღვევა იწყება. ამის შესახებ მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზეც დაწერა, დღეს კი ამასთან დაკავშირებით მედიასთან განმარტება გააკეთა. მისი თქმით, სააკაშვილი-ბოკერიას რეჟიმი დამნაშავედ არის გამოსაცხადებელი და ეს ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხია, რაზეც გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა.

„რა იყო აქ გაუგებარი. სახელმწიფოს რღვევა იწყება. აქ რაღაც პოსტულატებზე იყო საუბარი. მე მიმაჩნია, რომ სააკაშვილი-ბოკერიას რეჟიმი დამნაშავედ არის გამოსაცხადებელი. ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ არ არის. ჩვენ ამ პრინციპით მოვედით ხელისუფლებაში, რომ ესენი იყვნენ გასასამართლებელი. ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთ ფუნდამენტურ საკითხს წარმოადგენს,“ - განაცხადა ოთარ ჩრდილელმა.

კითხვაზე, ხომ არ აპირებს ისიც გუნდის დატოვებას, დეპუტატმა უპასუხა, რომ არ აპირებს. მისი თქმით, გუნდში არის იმის რესურსი, რომ პოზიციები შეაჯერონ.

„ყველას ჩვენ ჩვენი სათქმელი გვაქვს ერთმანეთთან. შევაჯერებთ და შემდეგ ვნახოთ. მთავარია, რომ არათუ პოლიტიკური კურსი, არამედ ის, რომ ჩვენ აღმოვჩნდეთ სწორ ნაპირზე. რა თქმა უნდა, გუნდში არის ამის რესურსი,“ - აღნიშნა მან.

„ხელისუფლების დაცემა-გადაგვარება იწყება იმ პრინციპების რღვევით, რომლებზეც ეს ხელისუფლება აღმოცენდა”, - წერს ოთარ ჩრდილელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს