დავით სერგეენკო - გრიპის ვირუსის მხრივ სიტუაცია მშვიდდება

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, გრიპით ავადობამ სეზონურ მაჩვენებელს მიაღწია.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სერვისების მიღების მხრივ დეფიციტი არ ყოფილა.

„გრიპით ავადობა უკვე დაუბრუნდა სეზონურ მაჩვენებელს. არა მინიმალურს, ფონურს, არამედ, სეზონურს, რაც წინა წლებში იყო. ამ მხრივ საფრთხეები ნორმის ფარგლებშია ჩამოსული. არ ყოფილა არც ჯანდაცვის სერვისების მიღების მხრივ დეფიციტი, არც მედიკამენტზე, არც ვაქცინაცია, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ამ მხრივ, სიტუაცია წყნარდება და მშვიდდება“, -აღნიშნა მინისტრმა.

რაც შეეხება გრიპის მეორე, სავარაუდო ტალღასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, დავით სერგეენკოს თქმით, მის მიმართ ჰიპოთეტური მოლოდინი არსებობს და არა რეალური.

„ეს არის თეორიული მოლოდინი გამოწვეული იმით, რომ ჩვენ ევროპის საინფორმაციო ქსელში ვართ ჩართულები, ჩვენთან დაწყებული გაზრდილი ავადობის პროცესი 3-4 კვირით ასწრებს ევროპულს, ამიტომ ვვარაუდობთ, რომ ევროპაში ავადობის პიკი ახლაა და მიმოსვლის გამო შეიძლება, ახალი მცირე ტალღა იყოს, რომელიც იმის ნახევარი ან მესამედიც არ იქნება, რაც ჩვენ გვქონდა. ეს არის ჰიპოთეტური მოლოდინი და არა რეალური“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე