ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის 5 ფინალისტს გაეროს ქალთა ორგანიზაცია ევროპაში გაცვლით ვიზიტს დაუფინანსებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალისტებს - ხუთ ანტრეპრენერ ქალს გაეროს ქალთა ორგანიზაცია ევროპაში გაცვლით ვიზიტს დაუფინანსებს. ეს სტარტაპებია:

· e-commerce platform B2C - ელექტრონული კომპერციის პლატფორმა საშუალებას აძლევს მეწარმეს მარტივად, დამოუკიდებლად შექმნას სრულყოფილი ონლაინ მაღაზია.

· Mention Analytics - ინფორმაციის ანალიზი ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიების გამოყენებით

· Eventals - ღონისძიებების დაგეგმვის პლატფორმა, რომელიც „ერთი სარკმლის პრინციპით“ ღონისძიების დაგეგმვის საშუალებას იძლევა.

· Tourbuilder - ტუროპერატორული საქმიანობის მართვის პროგრამული პლატფორმა.

· Building Management System - სამშენებლო მართვის სისტემა BMS.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული 20 სტარტაპი დღეს გამოვლინდა. თითოეულმა გამარჯვებულმა საკუთარი სტარტაპის გასავითარებლად ჯილდოდ 100 ათასი ლარის ოდენობის გრანტი მიიღო.

დაჯილდოების ცერემონია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ლაშა მიქავამ და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ გახსნეს. ღონისძიებას საჯარო და კერძო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2018 წლის 19 ნოემბერს დაიწყო. საწყის ეტაპზე შემოსული 135 განაცხადიდან სპეციალურად თანადაფინანსების გრანტების პროგრამისთვის შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა 40 ფინალისტი გამოავლინეს. კონკურსანტებს ფინალური ეტაპისთვის პროგრამისთვის მოწვეული ტრენერები ამზადებდნენ.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება. თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული ისე განვითარებად ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს