ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე დაკავებული 5 პირის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე დაკავებული 5 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებენ. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:00 საათზეა დანიშნული.

ხუთივე პირს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 19-108 მუხლებით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 375-ე და 376-ე მუხლების მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

რაც შეეხება ზვიად ჯაფარიძის განზრახ მკვლელობაში მხილებულ 40 წლის მამაკაცს, სამართალდამცველები მას ამ დრომდე ეძებენ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს