გიორგი ვოლსკი - გუნდში აზრთა სხვადასხვაობა პირველი არ არის და არა მგონია, რომ ეს რაღაც არანორმალური მოვლენა იყოს

საქმე გვაქვს გარკვეულ პოპულიზმთან, როდესაც პოპულარული აზრი უფრო ისმის და სიღრმისეული ანალიზი არ კეთდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს მმართველი გუნდის შიგნით მიმდინარე პროცესების შეფასებისას განუცხადა.

„გუნდში აზრთა სხვადასხვაობა პირველი არ არის და არა მგონია, რომ ეს რაღაც არანორმალური მოვლენა იყოს. პრობლემა სხვა არის - საზოგადოებისადმი მიწოდებული ინფორმაციის სისწორე და სიზუსტე. აქ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს გარკვეულ პოპულიზმთან, როდესაც პოპულარული აზრი უფრო ისმის, ხმამაღალია და სიღრმისეული ანალიზი არ კეთდება. მითუმეტეს, რომ შემოტანილი კანონპროექტი არ ხსნის იმ პრობლემას, რომელიც ჩვენს წინაშე დგას. საგაზაფხულო სესიის ბოლომდე უნდა შემუშავდეს კრიტერიუმები, რომლითაც უნდა დაინიშნოს მოსამართლეები. ეს არის მთავარი პირველი ნაბიჯი", - განაცხადა ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა