შსს-მ ჭავჭავაძის გამზირზე ორი ბინის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-მ ჭავჭავაძის გამზირზე ორი ბინის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ა.ჩ. სამართალდამცველებმა თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი ბინის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ მოპარული ნივთები, ასევე, ამოღებულია ნივთმტკიცებად.

გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ჩ.-მ ჭავჭავაძის გამზირზე კიდევ ერთი მოქალაქის ბინა გაქურდა.

გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს