პარლამენტის ეზოში მდებარე სამლოცველოში, იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი მიმდინარეობს

პარლამენტის სასახლის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში, 1921 წლის თებერვალში დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი მიმდინარეობს.

პარაკლისს ესწრებიან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. პარაკლისის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძე საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ იუნკერთა მემორიალს თაიგულით შეამკობს.

პარლამენტის ეზოში გამოფენილია დაღუპული იუნკრებისა და საქართველოს გასაბჭოების ამსახველი ფოტოები.

„მარტო ამ დღეს კი არა, ყოველდღიურად უნდა გვახსოვდეს, რა დაგვიჯდა დამოუკიდებლობა, საიდან მოვდივართ და რა ფასეულობებზე დგას ჩვენი ქვეყანა, - განუცხადა დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ.

„ახალგაზრდებისთვის და ყველასთვის ეს არის სიმბოლო პატრიოტიზმის, თავდადების, შემართების, სიცოცხლის სიყვარულის, რისთვისაც მათ გაწირეს სიცოცხლე. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, პატივს ვცემდეთ და მივაგებდეთ ღირსეულ ყურადღებას, მარტო ამ დღეს კი არა, ყოველდღიურად უნდა გვახსოვდეს, რა დაგვიჯდა დამოუკიდებლობა, საიდან მოვდივართ და რა ფასეულობებზე დგას ჩვენი ქვეყანა", - განაცხადა ვოლსკიმ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს