ადვოკატი ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ხუთი პირის საქმეს განიხილავს. სასამართლო სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა დაკავებული ზაზა სიხარულიძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

,,ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ზაზა სიხარულიძეს ედავებიან დანაშაულის შეუტყობინებლობა- დაფარვას. ჩვენ გუშინ საღამოს ამასთან დაკავშირებით საქმის მასალები გადმოგვეცა და მაშინ მოხდა მათ მიმართ ბრალის წარდგენა. ამ ეტაპზე ის იყენებს დუმილის უფლებას და საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, წარდგენილი მუხლის სიმძიმის ხარისხიდან გამომდინარე, ასევე იმ ვითარებიდან გამომდინარე, რასაც მას ედავებიან, ვფიქრობ, რომ ნამდვილად საკმარისი იქნება აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენება. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია იქნება მის მიმართ გამოყენებული იყოს გირაო, რაც უზრუნველყოფს ერთი მხრივ, გამოძიების ინტერესების დაცვას, მეორე მხრივ, ასევე ბრალდებულის უფლებების დაცვასაც“, - განაცხადა ზაზა სიხარულიძის ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ვერცხლის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ხუთივე პირს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 19-108 მუხლებით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 375-ე და 376-ე მუხლების მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

რაც შეეხება ზვიად ჯაფარიძის განზრახ მკვლელობაში მხილებულ 40 წლის მამაკაცს, სამართალდამცველები მას ამ დრომდე ეძებენ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს