ირაკლი კობახიძე რეზოლუციის პროექტზე - ვეთანხებით შეფასებას, რომ სააკაშვილის რეჟიმი დანაშაულებრივი იყო, თუმცა ამას სჭირდება გამართული შეფასება

რეზოლუციის ზოგად პათოსს ჩვენ ყველა ვეთანხმებით, თუმცა შინაარსი იყო გაუმართავი - დაწყებული სათაურით, გაგრძელებული ტექსტით, - ამის შესახებ პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ წარმოდგენილი რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა.

„ამ რეზოლუციის ზოგად პათოსს ჩვენ ყველა ვეთანხმებით. ჩვენ ყველა ვართ იმ აზრზე , რომ 2004-2012 წლებში იყო ჩამოყალიბებული დანაშაულებრივი რეჟიმი. ეს არის ჩვენი საერთო შეფასება, თუმცა, რაც შეეხება რეზოლუციის შინაარსს, შინაარსი იყო გაუმართავი - დაწყებული სათაურით, გაგრძელებული ტექსტით. შესაბამისად, ჩვენ მას მხარს ვერ დავუჭერდით. ჩვენ ვეთანხებით ამ შეფასებას, რომ სააკაშვილის რეჟიმი იყო დანაშაულებრივი, თუმცა ამას სჭირდება გამართული შეფასება და გაფორმება. მზად ვართ ამაზე მსჯელობისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ მიერ ინიცირებულ რეზოლუციის პროექტს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას ითვალისწინებდა. რეზოლუციის პროექტს 45-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ პარლამენტის 17 წევრი წავიდა და ამ შედეგით პროექტი ჩავარდა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს