ხულოში მწვავე პნევმონიის შედეგად, 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ხულოში ორმხრივი მწვავე პნევმონიის შედეგად 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა. მისი ინფორმაციით, მოზარდი სავარაუდოდ, კლინიკაში დაგვიანებით მოათავსეს.

ზაალ მიქელაძის თქმით, სამედიცინო შემოწმების მიზნით გარდაცვლილი ბავშვის ახლობლები ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებიან. მინისტრი ამბობს, რომ მათ კვლევები უტარდებათ, თუმცა საგანგაშო მდგონარეობა არ ფიქსირდება ვირუსთან დაკავშირებით.

„4 წლის ბავშვი ხულოს საავადმყოფოში ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით მოათავსეს, სავარაუდოდ, დაგვიანებული შემთხვევა იყო და გარდაიცვალა. ამ ბავშვის გარდა ოჯახში იყვნენ სხვა ბავშვები და გადაწყვიტეს, რომ ვისაც რაიმე ნიშანი ჰქონდა ტემპერატურის მატების, გადაემოწმებინათ. ამიტომ, 7 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები ბათუმის ინფექსიურ საავადმყოფოში გადმოვიყვანეთ გადამოწმების მიზნით. მათ ამ დრომდე კვლევები უტარდებათ, თუმცა რაიმე საგანგაშო არ ფიქსირდება და არც კლინიკურად დასტურდება გრიპი",- განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა