მსოფლიო ბესტსელერის „მფრინავი პინგვინის“ ავტორი და British American Tobacco-ს გენერალური მენეჯერი BTU-ს სტუდენტებს შეხვდნენ

მსოფლიო ბესტსელერის, „მფრინავი პინგვინის“ ავტორი, საერთაშორისო პრემიების მრავალგზის მფლობელი, პროფესორი ასოკა ჯინადასა და British American Tobacco-ს გენერალური მენეჯერი, ფელიციო ფერაზი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.

ასოკა ჯინადასამ და ფელიციო ფერაზმა „სილიკონ ველი თბილისის“ სივრცეში მასტერკლასი ჩაატარეს თემაზე „ლიდერობა და კრიზისული სიტუაციის მართვა“. ისინი სტუდენტებს საკუთარ გამოცდილებასა და ლიდერობის პრინციპებზე ესაუბრნენ.

„დღეს ლიდერობის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი, ასოკა ჯინადასა გვყავს მოწვეული. ეს ჯდება იმ სერიებში, რაც დავაანონსეთ, სტუდენტებს ვუთხარით, რომ მათ არა მარტო თეორიულ ცოდნას მივცემთ მენეჯმენტისა და ლიდერობის მიმართულებით, არამედ მოვიწვევდით მსოფლიოში ცნობილ სპეციალისტებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებაზე სასაუბროდ“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა ანდრო რურუამ.

როგორც მომხსენებლებმა აღნიშნეს, სტუდენტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ წარმატების მისაღწევად, აკადემიური უნარებისა და პროფესიის ცოდნის გარდა პიროვნული უნარები ძალიან მნიშვნელოვანია.

„მსოფლიო სწრაფად იცვლება და რასაც დღეს უნივერსიტეტში სწავლობ, შეიძლება, მომავალში არ გამოგადგეს. საჭირო უნარების ორი კატეგორია არსებობს: პირველია - აკადემიური უნარები (Hard skills), რაც წარმატების მისაღწევად საკმარისი არ არის; საჭიროა მეორეც -პიროვნული უნარები (Soft skills), რაც მენტალურ, ემოციურ და ფიზიკურ ენერგიასა და თავდაჯერებას უკავშირდება. სტუდენტები ძალიან დაინტერესებული იყვნენ, ყურადღებით მისმენდნენ და ბოლომდე მომყვებოდნენ. კმაყოფილი ვარ, რომ ეთანხმებიან იმ თითქოს წინააღმდეგობრივ აზრს, რასაც ვამბობ, რომ მომავალში მათ ლიდერებად ჩამოსაყალიბებლად ახლა უნდა დაიწყონ მზადება. დღევანდელი შეხვედრის მიზანი სწორედ ისაა, რომ მათ ლიდერობის პრინციპები დავანახოთ“, - აღნიშნა ასოკა ჯინადასამ.

„სტუდენტებისთვის ჩემი გამოცდილების გაზიარება ძალიან საინტერესო იყო. მსოფლიოში მოვლენების სწრაფი ცვალებადობა მოითხოვს, რომ ადამიანს ჰქონდეს არა მარტო აკადემიური, არამედ პიროვნული უნარებიც, რაზეც ვისაუბრეთ. ვიმედოვნებ, რომ ეს ღონისძიება სტუდენტებს წაახალისებს, პიროვნული და ლიდერული უნარები განივითარონ“, - განაცხადა British American Tobacco-ს გენერალურმა მენეჯერმა ფელიციო ფერაზმა.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იყო.

იხილეთ ვიდეო: მსოფლიო ბესტსელერის "მფრინავი პინგვინის" ავტორი და British American Tobacco-ს გენერალური მენეჯერი BTU-ს სტუდენტებს შეხვდნენ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა