24 თებერვალს გორის გვირაბში მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება

24 თებერვალს გორის გვირაბში მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება. აღნიშნულ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 87-ე კმ-ზე, შპს „პანიკა ფილმსი“ მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებას გეგმავს, რის გამოც, გადაღების პროცესში, 2019 წლის 24 თებერვალს, 16:00 საათიდან 20:00 საათამდე, პერიოდულად 5-10 წუთით, რამდენიმეჯერ, აღნიშნულ მონაკვეთზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბის მარცხენა მიმართულებაზე (დასავლეთი-აღმოსავლეთი) იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დროის აღნიშნულ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე. გადაღების პერიოდში, საავტომობილო გზის მონაკვეთზე, გადაღების და ჩაკეტვის ადგილებზე, გამოყოფილი იქნებიან საჭირო რაოდენობის სპეცფორმით და ალმით სათანადოდ აღჭურვილი თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას. საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსიურობის გაზრდის და საცობის წარმოქმნის შემთხვევაში, გადაღება იქნება შეწყვეტილი. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, – აცხადებენ დეპარტამენტში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა