რელიგიის საკითხთა სააგენტოს ინიციატივით, გორში საქველმოქმედო აქცია გაიმართა

დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, გორის წმინდა წყლის დასახლებაში საქველმოქმედო აქცია გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, ლატვიური საზოგადოებრივი ორგანიზაცია „გლობალური ინიციატივისა“ და სახარების ქრისტიან - ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის წარმომადგენლებმა გორის სოციალურად დაუცველ ბავშვებს საჩუქრები გადასცეს. ღონისძიებას ქალაქ გორის მერის მოადგილე ეკატერინე სუხიშვილი ესწრებოდა.

„ქრისტიან - ბაპტისტთა ეკლესიების კავშირისა და ორგანიზაცია „გლობალური ინიციატივის“ წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს აქტიური თანამშროლობისა და ჩართულობისათვის.

საქართველოს სახარების ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირი უკვე ოთხი წელია აქტიურად თანამშრომლობს რელიგიის სააგენტოსთან და მონაწილეობს ყველა იმ ღონისძიებაში, რომელიც სააგენტოს ინიციატივით იმართება ინტერრელიგიური დიალოგის ხელშეწყობის მიზნით. ეს ორგანიზაცია ხშირად მონაწილეობს საქველმოქმედო აქციებში და სისტემატურად ეხმარება საქართველოს შეჭირვებულ მოსახლეობას სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის მიუხედავად“, - ნათქვამია რელიგიის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს