„საპენსიო სააგენტო“ საქართველოს 5 რეგიონში საინფორმაციო შეხვედრას გამართავს

23 თებერვლიდან საქართველოს ხუთ რეგიონში, კერძოდ, იმერეთში, სამეგრელოში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში იწყება სამუშაო შეხვედრები თემაზე „დაგროვებითი საპენსიო სქემის ადმინისტრირება“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საპენსიო სააგენტოდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, დღეს შეხვედრა გაიმართა ქალაქ გორში. შეხვედრის ფარგლებში განიხილება დამსაქმებლისა და თვითდასაქმებულის მიერ საპენსიო თანხის გამოანგარიშების წესი, მათ შორის საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი შემოსავლების მიხედვით და საპენსიო შენატანების ელექტრონული სისტემა.

შეხვედრები ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ხელშეწყობით და საერთაშორისო ორგანიზაცია „Expertise France“ დაფინანსებით გაიმართება. ტრენინგს წარუძღვებიან სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჭიჭინაძე და საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის, ზოგადი ადმინისტრირების მეთოდოლოგიის სამმართველოს უფროსი იონა კიზირია. შეხვედრებზე მოწვეულნი არიან საბიუჯეტო და კერძო სექტორის ფინანსისტები.

შეხვედრები განხორციელდება სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის ორგანიზებით, მათივე ადმინისტრაციულ შენობებში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს