რუსთავში ჯუმბერ ყოლბაიას მემორიალური დაფა გაიხსნა

რუსთავში, ქალაქის მერიის ინიციატივით, ცნობილი ქართველი ლოტბარის, ჯუმბერ ყოლბაიას მემორიალური დაფა გაიხსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის მთავრობიდან აცნობეს, მემორიალური დაფა ფიროსმანის ქუჩაზე, მისი სახლის ფასადზე, მისმა შვილმა და შვილთაშვილმა გახსნეს. ჯუმბერ ყოლბაიას დღეს 75 წელი შეუსრულდებოდა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერის მოადგილე გოჩა ლორია, ანსამბლ „ფაზისის“ წევრები, ჯუმბერ ყოლბაიას ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ჯუმბერ ყოლბაია ანსამბლ „რუსთავის“ დაარსების დღიდან მისი წევრი იყო, ხელმძღვანელობდა ვოკალურ ანსამბლ „ფაზისს“, იყო აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. მის მიერ ქალაქ რუსთავში ბავშთა გუნდი „ჩაკრულო“ დაარსდა.

აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, 2016 წელს, რუსთაველ ლოტბარს ხელოვნების ქურუმის წოდება მიენიჭა. რუსთავის მერის გადაწყვეტილებით, დამსახურებული არტისტის, ჯუმბერ ყოლბაიას სახელი მიენიჭა ასევე წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარე კულტურის სახლსაც.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს