ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტოს შპს „საქართველოს მელიორაცია“ კახეთში, ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, მიმდინარეობს წყალგამანაწილებელი არხის 9 კმ სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაცია. სამუშაოების ფარგლებში უკვე მოეწყო სხვადასხვა დიამეტრის ფოლადის მილები; ამ დროისთვის მილხიდების, მონოლითური ბეტონის წყალგამშვები ჭებისა და ღარების საყრდენი ფილების მონტაჟის სამუშაოები მიმდინარეობს.

სამინისტროს ინფორმაციით, ტერიტორია დაფარული იყო მცენარეებითა და ბუჩქნარით, ამორტიზებული არხი წლების მანძილზე არ ფუნქციონირებდა. ტერიტორიის გაწმენდისა და მოწესრიგების პარალელურად, საექსპლუატაციო გზაც ეწყობა.

სამუშაოებს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ოთარ შამუგია გაეცნო.

ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხის ახალმოწყობილი მონაკვეთი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დამატებით 325 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს მორწყავს.

პროექტი დასრულების ეტაპზეა.

იხილეთ ვიდეო: ქვემო სამგორში სარწყავის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა