მამუკა ბახტაძე - სიღარიბე მთავარ გამოწვევად რჩება და არც ერთი რეიტინგი არაფერს ნიშნავს, თუ ეკონომიკური წინსვლა არ იქნა ყველასთვის ხელშესახები

არც ერთი რეიტინგი არაფერს ნიშნავს, თუ ეკონომიკური წინსვლა არ იქნა ყველასთვის ხელშესახები და მოსახლეობაზე ორიენტირებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch“-ის რეიტინგებში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესებაზე ისაუბრა.

საქართველოს პრემიერის თქმით, სწორედ ამიტომ საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ინკლუზიურ ზრდას.

„საქართველოს დაწინაურება გავლენიან საერთაშორისო რეიტინგებში უკვე ტენდენციადაც იქცა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის ჩვენი მაქსიმუმი. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვაქვს საქართველოს რეგიონალურ ეკონომიკურ ცენტრად გადაქცევის ამბიცია, ჩვენი მიზანია ყველა წამყვან რეიტინგში ვიყოთ ტოპ-ხუთეულში. და რაც მთავარია, ეს უნდა აისახოს მოსახლეობის ცხოვრების დონეზე, და რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენთვის სიღარიბე მთავარ გამოწვევად რჩება და არც ერთი რეიტინგი არაფერს არ ნიშნავს, თუ ეკონომიკური წინსვლა არ იქნა ყველასთვის ხელშესახები და მოსახლეობაზე ორიენტირებული. ამიტომაც ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ინკლუზიურ ზრდას. ჩვენ კმაყოფილები ვიქნებით მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონეზე აისახება და წინსვლა ყველასთვის ხელშესახები იქნება“, - განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს