ზაალ უდუმაშვილი - იუნკერთა მემორიალი არის სიმბოლო, როგორ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა და იბრძოლო მისი თავისუფლებისთვის

ეს მემორიალი არის სიმბოლო იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, როგორ უნდა იბრძოლო ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კოჯორში, იუნკერთა მემორიალთან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, 25 თებერვალი არის უმძიმესი დღე საქართველოს ისტორიაში, როდესაც დაიწყო საქართველოს ოკუპაცია და მისი 70- წლიანი გასაბჭოება.

„ჩვენ მოვედით აქ, რათა კიდევ ერთხელ მივაგოთ პატივი იმ გმირებს, რომლებმაც თავი გასწირეს სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის”, - განაცხადა უდუმაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს