„ევროპული საქართველო" დავით სერგეენკოს საკომიტეტო მოსმენაზე იბარებს

„ევროპული საქართველო" ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს საკომიტეტო მოსმენაზე იბარებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია დღეს გამართულ ბრიფინგზე 22 იანვარს, სანზონაში 4 წლის გოგონას გარდაცვალებასა და სოციალური მუშაკების პროტესტს გამოეხმაურა.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, აღნიშნული ტრაგედიის შემდეგ სოციალური მუშაკები პრობლემებზე ალაპარაკდნენ და ლეგიტიმური მოთხოვნები დააყენეს. მისივე თქმით, უცნობია, როგორ აპირებს ჯანდაცვის სამინისტრო ამ სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებას.

“სანზონაში მომხდარმა სასტიკმა შემთხვევამ, როდესაც გარდაიცვალა 4 წლის გოგონა, შეძრა მთელი საზოგადოება. გარდა იმ ემოციური შოკისა, რაც მივიღეთ, ჩვენი ყველას ვალია, რომ დავფიქრდეთ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში ბავშვთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით. სახელმწიფომ თუ არ გაიაზრა, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები, ჩვენ უბრალოდ შოკიდან შოკამდე ვიცხოვრებთ. ამ შემთხვევამ სოციალური მუშაკების სისტემაში გამოიწვია სერიოზული კრიზისი. აქ საუბარია როგორც მათ არასაკმარის რაოდენობაზე, ასევე არასაკმარის სერვისებზე, სატრანსპორტო საშუალებების არარსებობაზე. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სატრანსპორტო სერვისის არარსებობა ვინმეს კომფორტის საგანი კი არ არის, ეს არის ზუსტად მსგავსი შემთხვევების თავიდან ვერ აცილება. შეიძლება ძალიან მწვავე შემთხვევებში სოციალური მუშაკები ვერ ავიდნენ და ვერ მიასწრონ შემთხვევას, რომ ბავშვები საშინელი ძალადობისგან დაიცვან“, - განაცხადა ხოშტარიამ.

მისივე თქმით, სოციალური მუშაკები ალაპარაკდნენ და საკმაოდ ლეგიტიმური მოთხოვნები ჩამოაყალიბეს.

„აქ საუბარია იმაზე, თუ რა უნდა შეიცვალოს სისტემურად ამ სფეროში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პარლამენტი აუცილებლად უნდა ჩაერთოს ამ პროცესში, მითუმეტეს, რომ შეიძლება მივიდეთ ჩიხურ სიტუაციამდე, როდესაც 240-დან 200 სოცმუშაკის გაფიცვა მოხდება. ეს კატასტროფის ტოლფასია. ჩვენ ჯერჯერობით არ მოგვისმენია ჯანდაცვის სამინისტროს რაიმე მწყობრი პოზიცია, თუ რის შეცვლას აპირებს, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, ჯანდაცვის კომიტეტის უახლოეს სხდომაზე დავიბაროთ ჯანდაცვის მინისტრი და ამ საკითხზე მოხდეს სერიოზული მსჯელობა: ბავშვთა დაცვის სფეროში რას აპირებს სახელმწიფო", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე