საინვესტიციო საბჭოს შესარჩევი კომისია დაკომპლექტდა - ეროვნულმა ბანკმა კომისიის დამოუკიდებელ წევრად ზურაბ ლალაზაშვილი წარადგინა

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს შესარჩევი კომისია დაკომპლექტდა. ეროვნულმა ბანკმა შესარჩევი კომისიის დამოუკიდებელ წევრად ზურაბ ლალაზაშვილი წარადგინა, რომელიც BDO-ს მმართველი პარტნიორია, -ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საპენსიო სააგენტოში“ განუცხადეს.

ამასთან, კომისიის შემადგენლობაში შედიან ეკონომიკის, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრები, ასევე პარლამენტის წევრები – ირაკლი კოვზანაძე, აკაკი ზოიძე და ზურაბ ჭიაბერაშვილი.

საპენსიო სააგენტოს უფროსის, ლევან სურგულაძს განცხადებით, უკვე დღეს საინვესტიციო საბჭოს ვაკანსია გაიგზავნება გამოცემა „ეკონომისტში“ (The Economist).

„დაველოდებით აპლიკაციებს. შესარჩევი კომისია შეარჩევს კანდიდატებს, რომლებსაც საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს. ეს უახლოეს პერიოდში მოხდება“, – აღნიშნა სურგულაძემ.

მას შემდეგ, რაც ვაკანსიები გამოქვეყნდება, 21 დღის განმავლობაში მოხდება აპლიკაციების მიღება. კომისია შეარჩევს და პარლამენტს წარუდგენს საინვესტიციო საბჭოს ხუთ წევრს, პარლამენტის დამტკიცების შემდეგ კი უკვე დამტკიცდება საინვესტიციო საბჭო, რომელიც საინვესტიციო პოლიტიკას განსაზღვრავს. პარალელურ რეჟიმში დაკომპლექტდება რისკის კომიტეტიც.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საპენსიო სააგენტოში დანაზოგის სახით 60 მლნ ლარზე მეტია აკუმულირებული. დაგროვებით საპენსიო სისტემაში უკვე 41 000-ზე მეტი კომპანიაა ჩართული და 500 000 ათასი დასაქმებულის საპენსიო ანგარიშია გახსნილი.

30 მლნ ლარი ეროვნულ ბანკში გაიხსნილ მიმდინარე ნომინალურ პროცენტიან ანგარიშზეა და რეფინანსირების განაკვეთის ფარგლებში ერიცხება 6.75% სარგებლის სახით.

სააგენტოს ინფორმაციით, საპენსიო დანაზოგის ნაწილი, რომელიც კერძო კომპანიებში დასაქმებულთა დანაზოგს წარმოადგენს, ასევე მიმდინარე პროცენტიან ნომინალურ ანგარიშებზეა განთავსებული კერძო კომერციულ ბანკებში და ერიცხება 5-6%-იანი სარგებელი.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე