გიგი წერეთელი მოლდოვას საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გიგი წერეთელი ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიროსლავ ლაიჩაკის გადაწყვეტილებით, ეუთო-ს და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების სპეციალურ კოორდინატორად დაინიშნა , - ამის შესახებ ინფორმაციას პარტია ,,ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც ახალი შერეული სისტემით საკანონმდებლო ორგანოს 101 წევრს აირჩევს. საარჩევნო პროცესს მონიტორინგს უწევს 300-მდე საერთაშორისო დამკვირვებელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპარლამენტის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები. ისინი ქვეყნის მასშტაბით ყველა დიდ ქალაქსა და რეგიონში დააკვირდებიან არჩევნების მიმდინარეობას და შესაბამისობას ეუთო-ს სტანდარტებთან და ვალდებულებებთან.

„პოლიტიკური არასტაბილურობისა და პოლარიზაციის ფონზე, მოლდოვა პირველად ახორციელებს საპარლამენტო არჩევნებს ახალი საარჩევნო სისტემით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები მაღალი სტანდარტით ჩატარდეს და მოლდოვას მოსახლეობის ნდობა აღდგეს პოლიტიკური პროცესისა და ინსტიტუტების მიმართ", - განაცხადა წერეთელმა.

გიგი წერეთელი გასულ თვეში კიშინოვში წინასაარჩევნო ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც შეხვედრები გამართა ქვეყნის პრეზიდენტ იგორ დოდონთან, პარლამენტის თავმჯდომარე ანდრიან კანდუსთან, პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპთან, მოლდოვას დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე თოდორ ულიანოვსკითან, საპარლამენტო და ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან, დიპლომატური კორპუსისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნები 25 თებერვალს, კიშინიოვში სპეციალურ პრესკონფერენციაზე იქნება წარდგენილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა