გრიგოლ ვაშაძე - მამუკა ხაზარაძეს ბიზნესი "აახიეს"

აუცილებლად გამოვიყვანთ კირკიტაძეს და ივანიშვილის კრიმინალურ რეჟიმს მივუჩენთ შესაბამის ადგილს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გურჯაანის სასამართლოსთან განუცხადა, რომელიც დავით კირკიტაძის პროცესზე დასასწრებად იმყოფება.

ვაშაძის თქმით, ივანიშვილი ცდილობს ბიზნესზე და თავისუფალ გარემოზე ზეწოლას და ეს მას არ გამოუვა.

"სამას ათას ხელმოწერასაც შევაგროვებთ, არ არის პრობლემა, მაგრამ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ფეხქვეშ არის გათელილი ადამიანის უფლებები; ადამიანებს, ვინც 27 წელი შეალია ბიზნესის გაკეთებას, ართმევენ ამ ბიზნესებს - ხაზარაძე ჩემი მეგობარი არაა და ერთხელ მყავს ნანახი, მაგრამ "აახიეს" რასაც ჰქვია ბიზნესი და გვყავს უამრავი პოლიტპატიმარი. ერთ-ერთი არის დავით კირკიტაძე. სულ ტყუილად გახვიეს იურიდიულ აბსურდში. ის პირადი პატიმარია ბიძინა ივანიშვილის, რომელსაც თავისი ჩრდილის ეშინია. მან საქართველოს მოქალაქე მიიყვანა გაპარტახების პირას. აუცილებლად გამოვიყვანთ კირკიტაძეს და ივანიშვილის კრიმინალურ რეჟიმს მივუჩენთ შესაბამის ადგილს, სადაც ისტორიის სანაგვეა“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა