მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილების აქციზზე შესაძლოა, შეღავათები გაუქმდეს

მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილების აქციზის განაკვეთთან დაკავშირებული შეღავათები შესაძლოა, გაუქმდეს.

კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ნინო წილოსანმა გააცნო.

პროექტით გათვალისწინებულია, რომ მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილებისთვის გამოანგარიშებული აქციზის გადასახადი 60%-ის ნაცვლად 20%-ით შემცირდება. შესაბამისად, მისი დამტკიცების შემთხვევაში ამ ავტომობილების სააქციზო მოსაკრებელი 40%-ით გაიზრდება.

დეპუტატებს კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები არ ჰქონიათ. მათვე გამოთქვეს დაშვება, რომ არსებული შეღავათი შესაძლოა, საერთოდ გაუქმდეს. აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით, ნინო წილოსანის განცხადებით მსჯელობა შემდეგ მოსმენაზე განახლდება.

პროექტი მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილებისათვის აქციზის განაკვეთის 60%-ის ნაცვლად 20%-ით შემცირების შესახებ, ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში წარედგინა პარლამენტს და საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების ინიცირების მიზეზად მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის შემცირება დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ საგადასახადო კოდექსში 2016 წლის 16 დეკემბერს განხორციელდა ცვლილება, რომელიც 2017 წლის 2 იანვარს ამოქმედდა. დაწესდა, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილები შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილისთვის განსაზღვრული აქციზის განაკვეთის სამმაგი ოდენობით დაიბეგრებოდნენ. ამავე ცვლილებების თანახმად, როგორც მარჯვენასაჭიანი, ისე მარცხენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომანქანების იმპორტისას დაწესდა 60%-იანი შეღავათი აქციზური გადასახადის გადახდისას, ნაცვლად იმისა, რომ განსხვავებული რეგულაცია ყოფილიყო მარცხენა და მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილებისათვის.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს