მამიდის მკვლელობისთვის ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 10 დეკემბერს, მარნეულის რაიონის სოფელ კიროვკაში, განზრახი დანაშაულების ჩადენისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ნ.მ.-მ, რომელიც განაწყენებული იყო მამიდის - ბ.მ.-ს დამოკიდებულებით, ურთიერთშელაპარაკებისას მას ხელი ჰკრა, რის შედეგადაც ბ.მ. წაიქცა, თავი მიარტყა ტახტს და გონება დაკარგა. ნ.მ.-მ კვალის დაფარვის მიზნით ბ.მ. სარდაფში ჩაიყვანა, რა დროსაც იგი გონს მოვიდა, ხოლო ნ.მ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით მას ხის ჯოხი თავის და სახის არეში რამოდენიმეჯერ ჩაარტყა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ბ.მ. ადგილზე გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა ნ.მ. 2018 წლის 16 დეკემბერს, მარნეულის რაიონის სოფელ სადახლოში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111.108-ე მუხლით წარედგინა (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ნ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა