დავით ზალკალიანი - Fitch-ის რეიტინგი მნიშვნელოვანი გზავნილია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისათვის

Fitch-ის საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს დაწინაურებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დადებითად აფასებს.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული ფაქტი გლობალურად ამაღლებს ქვეყნის მიმართ ნდობას და პარტნიორებთან თვისობრივად სხვა ურთიერთობების გარანტიას წარმოადგენს.

„ეს დაწინაურება საერთაშორისო რეიტინგში ჩვენს საეთაშორისო პარტნიორებს აჩვენებს, რომ საქართველო არის თანმიმდევრული მის განვითარებაში. ეს აღიარება ჩვენ დაგვეხმარება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკას გაძლიერებაში, შიდა კონსოლიდაციაში და მნიშვნელოვანი გზავნილია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისადმი, რომ საქართველოს პოლიტიკა, როგორც ეკონომიკური გაჯანსაღების ისე სამშვიდობო პოლიტიკის და ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით არის უალტერნატივო და შეუქცევადი,“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს დაწინაურება კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს საქართველოს მთავრობის მიერ განხორცილებული რეფორმების სისწორეს, მათი განხორციელების მიმართულებებს და შესრულების ეფექტიანობას.

„ეს არის უაღრესად დადებითი გზავნილი საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის პირველ რიგში აღიარება იმ წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკისა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს და თავად ის ფაქტი, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც დაწინაურდა ამ საერთაშორისო რეიტინგში მიანიშნებს იმას, რომ ჩვენ ვართ თანმიმდევრული ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავებაში. საქართველო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აჩვენებს მდგრადობას იმ საგარეო შოკებზე, რომელიც მომდინარეობს ეკონომიკური სიტუაციიდან. ჩვენ გვაქვს უაღრესად პოზიტიური დინამიკა ეკონომიკური განვითარების კუთხით“, – აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, ეს წარმატება ხელს შეუწყობს ქვეყნის კიდევ უფრო განვითარებას და მეტი შედეგების მიღწევას, რაც თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე დადებითად აისახება.

„ეს არის პირველ რიგში იმის მაჩვენებელი, რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა არის მიმართული ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის დასაძლევად, რაც გახლავთ სიღარიბე და ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ პრობლემის გამკლავებაში, ისე როგორც საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. რაც პირველ რიგში აისახება ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ ზრდაზე და საქართველოს მთავრობის პოლიტიკა, რომელიც მიმართულია როგორც ეკონომიკურ ზრდაზე ისე ეკონომიკის ინკლუზიორობაზე ანუ იმაზე რომ ეკონომიკური ზრდა აისახოს თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობაზე,” - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანის კომენტარს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის, FitchRatings-ის მიხედვით საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ნიშნულით, „BB-“-დან „BB“-მდე გაუმჯობესდა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურად შეფასდა.

სამინისტროს განცხადებით, მსგავსი წინსვლა აღნიშნულ რეიტინგში მსოფლიოში მხოლოდ ორმა ქვეყანამ საქართველომ და უნგრეთმა შეძლო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა