გრიგოლ ვაშაძე - სამარცხვინო ქვეყანაში ვცხოვრობთ, ყურებამდე ნაგავში ვართ, თავისუფალი სუნთქვა ჭირს, მეგობრებო!

სამარცხვინო ქვეყანაში ვცხოვრობთ, ყურებამდე ნაგავში ვართ, თავისუფალი სუნთქვა ჭირს, მეგობრებო!-ასე შეაფასა დავით კირკიტაძის მიმართ მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ.

მისი თქმით, ივანიშვილები, მურუსიძეები და ჩინჩალაძეების სახით საქართველოს „პატარა ცახესი“ აზის თავზე.

„ეს არ არის სასამართლო ეს არის სრული ფარსი, საქართველოს თავზე აზის „პატარა ცახესი“, რომელსაც გაუგებარი მიზეზების გამო ჰქვია მურუსიძეები, ჩინჩალაძეები, ივანიშვილები. ეს არის ქაფი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ამოტივტივდა, მოსამართლეს არგუმენტიც კი არ ჰქონდა. ადამიანი იმყოფება უკანონო ტყვეობაში პოლიტიკურ პატიმრობაში, სამარცხვინო ქვეყანაში ვცხოვრობთ, ყურებამდე ვართ ნაგავში, თავისუფალი სუნთქვა ჭირს, მეგობრებო და ვინც „ქართულ ოცნებას“ შეგნებულად ხმას აძლევთ, დატკბით, ჯერ თქვენამდე არ მოსულან, მაგრამ აუცილებლად მოვლენ, იმიტომ რომ ამ ე.წ. ხელისუფლებამ პუტინის რეცეპტების გარდა არაფერი არ იცის", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მან სხვა პატიმრებზეც ისაუბრა და თქვა, რომ კირკიტაძის მსგავსად უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან მერაბიშვილი, ახალაია და სხვები.

„დავით კირკიტაძე არის ივანიშვილის პირადი პოლიტიკური პატიმარი, ისევე როგორც ახალაია, ცააძე, რომან შამათავა და ვანო მერაბიშვილი",-განაცხადა ვაშაძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს