ნათია მეზვრიშვილი - არასრულწლოვანთა მიმართ კანონის გამკაცრება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება

,,არასრულწლოვანთა მიმართ კანონმდებლობის გამკაცრების აუცილებლობა დადგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრევენციის მიმართულებით ნაბიჯები არ ან ვერ გადაიდგა“, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას შემდეგ რაც საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს არასრულწლოვანთა დანაშაულის გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებისა და პრევენციის მიზნით, სამინისტროს მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები გააცნო.

„ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც შსს-მ არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილი დანაშაულების შესახებ ანგარიში წარმოადგინა და გაუზიარა სახელმწიფო უწყებებს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს. პრობლემა არის საკმაოდ კომპლექსური, რომელიც საჭიროებს კოორდინირებულ მუშაობას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მხრიდან. დღეს ფაქტობრივად გამოვედით ინიციატივით, რომ არასრულწლოვანთა დანაშაულის მიმართულებით იმისთვის, რომ არსებულ გამოწვევებს გავუმკლავდეთ და პრობლემები მოვაგვაროთ, უნდა გავააქტიუროთ მუშაობა უფრო მეტად პრევენციული მიმართულებით. უფრო მეტი პრევენციული ღონისძიება უნდა განხორციელდეს არამხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, იმიტომ, რომ პრევენცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველაზე ნაკლებად ეხება, არამედ სხვა სახელმწიფო უწყებების მხრიდან, მაგალითად: განათლების სამინისტროს მხრიდან და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. ასევე მოვუწოდეთ ორგანიზაციებს, რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია ჩადონ არა მხოლოდ ფინანსური, არამედ ის ექსპერტული ცოდნა, რაც გააჩნიათ ამ მიმართულებით“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, თუ პრევენციის კუთხით ნაბიჯები ეფექტურად ვერ გადაიდგა, კანონი გასამკაცრებელი იქნება.

,,წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ ფონზე, როდესაც გაზრდილია დანაშაული, ძირითადად საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, თუ ამ მიმართულებით ნაბიჯებს არ გადავდგამთ, გარდაუვლად მივალთ იმ ეტაპამდე, როდესაც კანონის გამკაცრება მოუწევს სახელმწიფოს, რაც პირადად მე და შსს-ს მიაჩნია, რომ უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. ეს არ უნდა გავაკეთოთ და ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ პრევენციისთვის. ამ ეტაპზე კანონის გამკაცრება არ იგეგმება, რადგან არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის მიზეზები უფრო კომპლექსურია, ვიდრე ცალკე აღებული ლიბერალური კანონმდებლობა. გასააქტიურებელია მუშაობა რესოციალიზაცია - რეაბილიტაციის მიმართულებაზე. დასახვეწია რეფერირების მექანიზმი. შევთანხმდით შემდგომ ნაბიჯებზე, უწყებები შეიკრიბებიან, განისაზღვრება კონკრეტული გეგმა“,- დასძინა მინისტრის მოადგილემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა