დავით სერგეენკო მზად არის, პარლამენტში მივიდეს

რეგლამენტის შესაბამისად, მინისტრი აუცილებლად გამოცხადდება კომიტეტზე, მაგრამ ამისათვის საჭიროა, კომიტეტის თავმჯდომარემ ერთი კვირით ადრე აცნობოს სამინისტროს და მიაწოდოს ის საკითხები, რომლებზეც მინისტრი შესაბამის კომიტეტშია დაბარებული, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნატო ჩაფიძემ „ევროპული საქართველოს“ მიერ ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს საკომიტეტო მოსმენაზე დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი განმარტებით, „ევროპული საქართველოს“ მიერ დაყენებულ საკითხზე - სოციალური მუშაკების სამუშაო პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, მუშაობა უკვე დაწყებულია.

„რა თქმა უნდა, ჩვენთვის ცნობილია „ევროპული საქართველოს“ მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ. რასაკვირველია, რეგლამენტის შესაბამისად, მინისტრი აუცილებლად გამოცხადდება კომიტეტზე, მაგრამ ამისათვის საჭიროა, კომიტეტის თავჯმდომარემ ერთი კვირით ადრე აცნობოს სამინისტროს და მიაწოდოს ის საკითხები, რომლებზეც მინისტრი შესაბამის კომიტეტშია დაბარებული.

საუბარი იქნება სოციალური მუშაკების საკითხებთან დაკავშირებითაც. ამასთან, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია. შეიქმნა სოციალური მუშაობის საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც მინისტრი ხელმძღვანელობს. ასევე, სააგენტოში დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი. რეორგანიზაციის პროცესში რასაკვირველია, განიხილება სოციალური მუშაკების პროფესიული მხარდაჭერის საკითხები, მეურვეობისა და მზრუნველობის საბჭოების გაძლიერების საკითხები და საბჭოს ფორმატში, რომელშიც ჩართულები არიან სოციალური მუშაკები და განხილული იქნება ის თემები, რომლებიც მათთვის მნიშვნელოვანია და საბჭოს ფორმატში მიღებული ყველა გადაწყვეტილება შესასრულებლად იქნება სავალდებულო. რაც შეეხება სოციალური მუშაკების წასვლის საკითხს, ის სოციალური მუშაკები, რომლებმაც თანამდებობები დატოვეს და შესაბამისი განცხადებები დაწერეს, მათ ადგილას უკვე გამოცხადებულია კონკურსი და ამასთან ერთად, კონკურსი უკვე გამოცხადებულია დამატებით 30 სოციალურ მუშაკზეც, რომლებიც ტერიტორიულ ერთეულებში გადანაწილდებიან“, - განაცხადა ნატო ჩაფიძემ.

„ევროპული საქართველო" ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს საკომიტეტო მოსმენაზე იბარებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია დღეს გამართულ ბრიფინგზე 22 იანვარს, სანზონაში 4 წლის გოგონას გარდაცვალებასა და სოციალური მუშაკების პროტესტს გამოეხმაურა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე