ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ წევრების შეხვედრა დასრულდა

ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრში ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ წევრების შეხვედრა დასრულდა. უცნობია, კონკრეტულად რა საკითხებზე ისაუბრეს პარტიის დამფუძნებელმა და გუნდის წევრებმა, რადგან მათ რეზიდენციის დატოვების შემდეგ მედიასთან კომენტარები არ გაუკეთებიათ.

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში მმართველი გუნდის წევრებსა და ივანიშვილს შორის შეხვედრა თითქმის 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეხვედრაზე იმყოფებოდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე. არსებული ინფორმაციით, კონსულტაციებს ესწრებოდნენ საპარლმენტო უმრავლესობის წევრები ზვიად ძიძიგური და რომან კაკულია. ასევე, შეხვედრას ესწრებოდა ლაშა ნაცვლიშვილიც, რომელიც პარტიას პიარკონსულტაციას უწევს.

ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციებს გადიოდა რეჟისორი გოგა ხაინდრავაც. მხოლოდ 20 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა რეზიდენციაში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე. მან სასახლე მალევე დატოვა.

შეხვედრების მონაწილეებს მედიასთან კომენტარი არც შეხვედრაზე შესვლამდე გაუკეთებიათ. არსებული ინფორმაციით, კონსულტაციები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა