პრემიერი - რეგიონებში სასწრაფო დახმარების ცენტრებისა და ამბულატორიების მშენებლობაზე და არსებულის რეაბილიტაციაზე 20 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა

რეგიონებში გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრებისა და ამბულატორიების მშენებლობაზე და არსებული ამბულატორიების რეაბილიტაციაზე მთავრობა 20 მილიონ ლარზე მეტს გამოყოფს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მასშტაბით წელს დაიწყება 300-მდე ამბულატორიის რეაბილიტაცია, წელსვე აშენდება 100-ზე მეტი ახალი ამბულატორია და 40-მდე სასწრაფო დახმარების ახალი ცენტრი.

„რეგიონული განვითარება ჩემი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ვახორციელებთ სპეციალურ პროგრამებს რეგიონების თანაბარი განვითარებისთვის. ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა და მათი ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელი პირობების სერვისების მიწოდება არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც არასდროს გადავუხვევთ. დღეს მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ სპეციალურ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო დააფინანსებს რეგიონებში გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრებისა და ამბულატორიების მშენებლობას, ასევე არსებული ამბულატორიების რეაბილიტაციას. ჩვენ 20 მილიონ ლარზე მეტს გამოვყოფთ ამ საკითხისთვის. საქართველოს მასშტაბით წელს დაიწყება 300-მდე ამბულატორიის რეაბილიტაცია, წელსვე აშენდება 100-ზე მეტი ახალი ამბულატორია და 40-მდე სასწრაფო დახმარების ახალი ცენტრი“, - განაცხადა ბახტაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა