დავით სერგეენკო - სამთავრობო “მესიჯ ბოქსი” არსებობს, თუმცა ვინმე ვინმეს მითითებას აძლევდეს, ასეთი მესიჯი თვალით არ მინახავს

სამთავრობო “მესიჯ ბოქსი”, რა თქმა უნდა, არსებობს, თუმცა ვინმე ვინმეს მითითებას აძლევდეს, კენჭი უყარონ ამა თუ იმ საკითხს, ასეთი მესიჯი თვალით არ მინახავს ჩემს საკომუნიკაციო სივრცეში, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რამდენად მართალს ამბობს გედევან ფოფხაძე, რომლის მტკიცებით, არსებობს „ჩათი“, სადაც ხდება ძირითად საკითხებზე შეჯერება და მითითებების მიცემა, თუ რა პოზიცია უნდა დააფიქსირონ.

„სამთავრობო „მესიჯ ბოქსი“, რა თქმა უნდა, არსებობს. უფრო მეტიც, არის თემატური „მესიჯ ბოქსები“, როდესაც გარკვეული საკითხების შესახებ ცალკე ჯგუფი იქმნება და ვმსჯელობთ ამაზე. მე რა თქმა უნდა, არ ვარ ვალდებული, რომ ყველა მიმოწერის შინაარსი გავასაჯაროვო. რაც შეეხება იმას, რომ მე ვღებულობდე მითითებებს ან ვადევნებდე თვალყურს, რომ ვინმეს მითითებას აძლევდნენ, კენჭი უყარონ ამა თუ იმ საკითხს, ასეთი მესიჯი თვალით არ მინახავს ჩემს საკომუნიკაციო სივრცეში,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა