დავით სერგეენკო - ცენტრალური ხელისუფლება გამოყოფს 20 მილიონიან ბიუჯეტს, რათა მუნიციპალიტეტებმა ამბულატორიების აშენება შეძლონ

ცენტრალური ხელისუფლება გამოყოფს 20 მილიონიან ბიუჯეტს, რათა გადანაწილდეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში და ამ თანხით მუნიციპალიტეტებმა ამბულატორიების აშენება შეძლონ, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

დავით სერგეენკოს ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 363 ამბულატორია აშენდება და გარემონტდება. ასევე დაიწყება რაიონული დახმარების სადგურების აშენება. მინისტრის თქმით, პროექტი ორი წლის განმავლობაში განხორციელდება.

„ასევე არის რამდენიმე ამბულატორია, რომელიც არ იმყოფება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბალანსზე. ასეთ შემთხვევაში სოფლის ექიმები კომუნალურ გადასახადებს თავისი ხელფასებიდან იხდიდნენ. ამ პროეტქის ფარგლებში, ეს საკითხიც მოწესრიგდება.

იგივე ბიუჯეტის ფარგლებში, ასევე 39 მუნიციპალიტეტი, სადაც რაიონული დახმარების სადგურები ძველია, აშენდება და რეალურად ინფრასტრუქტურულად რეგიონული ჯანდაცვის საკითხები მოგვარდება. ეს საკითხები ორი წლის განმავლობაში იქნება მოგვარებული“, - განაცხადა დავით სრეგეენკომ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა