ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორი - დაკითხული მოწმეების პოზიცია თანხვედრაშია ძირითადი სისხლის სამართლის საქმესთან

ყველა მოწმის პოზიცია, რომლებიც ამ სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას დაიკითხნენ, აბსოლუტურად თანხვედრაშია ძირითადი სისხლის სამართლის საქმესთან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორმა, თორნიკე ნადირაძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, კალანდიამ ჩვენება არა მირზა სუბელიანის გავლენით შეცვალა, როგორც ამას დაცვის მხარე აცხადებს, არამედ მერაბ მორჩაძის ზეწოლის შედეგად.

„მერაბ მორჩაძეს ბრალი სწორედ იმაში აქვს წარდგენილი, რომ მან განახორციელა მიმართვა და დაყოლიება მოწმისა, რომ გამოძიებაში მიცემული ინფორმაცია კონკრეტულ სეგმენტში შეეცვალა. საუბარია იმაზე, რომ ეს კონკრეტული მოქმედება მხოლოდ მერაბ მორჩაძის მიერ განხორციელდა. ამას ადასტურებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

მე ვარაუდებზე ვერ ვისაუბრებ, როგორც ამას დაცვის მხარე აკეთებს, მე შემიძლია დადასტურებული ფაქტები გითხრათ, რაზეც მტკიცებულებები გაგვაჩნია. მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ზემოქმედებას ნამდვილად ჰქონდა ადგილი და რომ ამ კუთხით გადაწყვეტილება მიღებულია", - აცხადებს ნადირაძე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ამ წუთებში ჩვენებას მოწმე ლუკა კალანდია აძლევს. მას დაცვის მხარე კითხავს.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს