„თბილავიამშენის“ თანამშრომლები  დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ

„თბილავიამშენის“ თანამშრომლები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, „თბილავიამშენის“ თანამშრომლების გაფიცვა 09:00 საათზე დაიწყება. საწარმოში დასაქმებულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ და ღირსეული შრომის ანაზღაურებისთვის ბრძოლას იწყებენ.

„21 დღიანმა სამედიაციო პროცესმა, სამწუხაროდ, შეთანხმების გარეშე ჩაიარა. დასაქმებულებს სხვა გზა აღარ დარჩათ და პროტესტის მძიმე ფორმას მიმართავენ”, -აღნიშნულია საქართველოს პროფესიული კავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა