აკადემიური წრეებიდან სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრის არჩევნები დღეს გაიმართება

აკადემიური წრეებიდან სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრის არჩევნები დღეს გაიმართება.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედ ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, საბჭოს შემადგენლობაში კანონით განსაზღვრულ სხვა პირებთან ერთად შედის აკადემიური წრეების შესაბამისი პროფილის 1 წარმომადგენელი.

აკადემიური წრეებიდან სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრის არჩევნები 27 თებერვალს, 12:00 საათზე, გაიმართება.

„არჩევნები ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8. არჩევნების ჩატარებისათვის აკადემიური წრეების წარმომადგენლებს შესაბამისი ფართით და სათანადო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.

საბჭოს წევრის არჩევნებში აქტიური საარჩევნო უფლებით მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ აკადემიური წრეების წარმომადგენლებს (მათ შორის, საბჭოს წევრობის კანდიდატ(ებ)ს).

ხმის მისაცემად აკადემიური წრეების წარმომადგენელმა თან უნდა იქონიოს ოფიციალური დოკუმენტი/მოწმობა, რომელიც ადასტურებს მისი აკადემიური წრეებისადმი კუთვნილებას.

არჩევნებში მონაწილეობის მსურველი აკადემიური წრეების წარმომადგენელი უნდა დარეგისტრირდეს შემდეგ ბმულზე:

https://docs.google.com/forms/d/1y6mjBx_1JTOhfzJ5ZWoD0z1Tf1-OIQh_lh5K05laZjc/prefill

არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ ხმის მისაცემად გამოცხადდება აკადემიური წრეების არანაკლებ 3 წარმომადგენელი.

არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრის გზით. აკადემიური წრეების ერთი წარმომადგენელი ხმას აძლევს მხოლოდ ერთ კანდიდატს. გამარჯვებულად ითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას.

არჩევნების შედეგი დაუყოვნებლივ ფორმდება აკადემიური წრეების წარმომადგენელთა სხდომის ოქმით.

აკადემიური წრეების წარმომადგენელი საბჭოს წევრად აირჩევა 1 წლის ვადით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა