დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა ვიეტნამში დღეს, სასტუმროში Sofitel Legend Metropole გაიმართება

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის მეორე შეხვედრა დღეს ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში გაიმართება.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრა ადგილობრივი დროით 18:40 საათზე დაიწყება. დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინთან პირისპირ 20 წუთის განმავლობაში ისაუბრებს, ხოლო საერთო ჯამში დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის შეხვედრა სასტუმროში Sofitel Legend Metropole ორ საათს გასტანს.

აღსანიშნავია, რომ კიმ ჩენ ინი სამშაბათს ვიეტნამში თავისი მატარებლით ჩავიდა.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის პირველი შეხვედრა 2018 წლის 12 ივნისს სინგაპურში გაიმართა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა