დავით სერგეენკო - სოციალური მუშაკების საკითხებზე პარლამენტში ვარ დაბარებული და ყველას მიეცემა საშუალება, დეტალურად გაეცნოს ამ საკითხს

5 მარტს, ფრაქცია „ევროპული საქართველოს” მიერ დაბარებული ვარ პარლამენტში, სწორედ სოციალური მუშაკების საკითხებზე და დაინტერესების შემთხვევაში, ყველას მიეცემა საშუალება, რომ დეტალურად გაეცნოს ამ საკითხს,- ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სოციალური მუშაკების სამუშაო პირობებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, სოციალურ მუშაკებთან დაკავშირებულ პრობლემატიკას საკმაოდ კარგად იცნობს.

„შევქმენით საბჭო, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ და მასში უშუალოდ სოციალური მუშაკები არიან ჩართულები. ეს არის კომუნიკაციის პირდაპირი არხი. რაც შეეხება იმ პრობლემატიკასა და გეგმებს, რაც არამარტო სოციალურ მუშაკებთან, არამედ, დარგში - სოციალურ მუშაობაში არსებობს, ეს საკმაოდ მოცულობითია, მე გამიჭირდება, კომენტარში ჩავატიო, თუმცა, შემიძლია, გითხრათ, რომ 5 მარტს დაბარებული ვარ პარლამენტში, ფრაქცია “ევროპული საქართველოს” მიერ სწორედ ამ საკითხებზე და დაინტერესების შემთხვევაში ყველას მიეცემა საშუალება, რომ ძალიან დეტალურად გაეცნოს საკითხს”,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

მინისტრის თქმით, სოციალური მუშაკებისთვის ტექნიკური და ინფრასტრუქტურული მიმართულება გაუმჯობესებას საჭიროებს.

“სოციალური სამუშაოს შესრულებას 5 სხვადასხვა ფაქტორი განსაზღვრავს, ერთ-ერთი არის ტექნიკური და ინფრასტრუქტურული. მოცემული მომენტისთვის, ეს მიმართულება, როგორც სხვა მიმართულებები გაუმჯობესებას საჭიროებს. ეს პროცესი მიმდინარეობს. სრულყოფილი არც ერთი პროცესი არ არის, არც სოციალური სამუშაოსი, არც ჯანდაცვის და არც სხვათა შორის, მედიააქტივობის. მე მექნება საშუალება, რომ 5 მარტს ამის შესახებ ძალიან დეტალური პრეზენტაცია წარვადგინო”,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ „ევროპული საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარიამ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჯანდაცვის კომიტეტის მოსმენაზე დაიბარა, მიზეზად კი სოციალურ მუშაკებთან დაკავშირებული პრობლემები დაასახელა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე