დავით სერგეენკო - იმედი მაქვს, რომ 2 წელიწადში შიდსის ცენტრს ახალი, გამართული და თანამედროვე შენობა ექნება

სავარაუდოდ, 2 წელში თბილისში ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი დიღმის საავადმყოფოების ტერიტორიაზე აშენდება. ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს ტუბერკულოზის სფეროში მომუშავე სამოქალაქო სექტორთან შეხვედრისას განუცხადა.

მინისტრის თქმით, შიდსის ცენტრის პროექტირებაზე ინტერესთა გამოხატვა უკვე დასრულებულია.

„ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი მართლაც ქვეყნისათვის სტრატეგიული სამეცნიერო ობიექტია. სამწუხაროდ, ამ წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა მათი ინფრასტრუქტურის მკვეთრი გაუმჯობესება. საბოლოოდ, მივიღეთ გადაწყვეტილება და ტერიტორია უკვე შერჩეულია დიღმის კლინიკების კლასტერის ტერიტორიაზე. გუშინდელი მდგომარეობით, უკვე დასრულდა პროექტირებაზე ინტერესეთა გამოკითხვა. მე თვითონ ჩართული ვარ ამ პროექტის მენეჯმენტში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დღეიდან 2 წელიწადში შიდსის ცენტრს ახალი, გამართული და თანამედროვე შენობა ექნება”, -განაცხადა დავით სერგეენკომ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა