ჯანდაცვის სამინისტრო - ანტივირუსული მედიკამენტი „ტამიფლუ“ აფთიაქებიდან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებიდან და კლინიკებიდან 8 000-ზე მეტმა პირმა მიიღო

ანტივირუსული მედიკამენტი „ტამიფლუ“ აფთიაქებიდან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებიდან და კლინიკებიდან ჯამში 8 000-ზე მეტმა პირმა გაიტანა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განუცხადეს.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებიდან „ტამიფლუ“ 3 500-ზე მეტმა პირმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ მედიკამენტის გაცემა არა კოლოფებით, არამედ, ექიმის დანიშნულებისამებრ, კაფსულებით ხდება.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, „ტამიფლუს“ მარაგი ქვეყანაში არის, ხოლო აღნიშნული რაოდენობიდან რაც დარჩება, დასაწყობდება და მომავალი წლისთვის შეინახება. მათივე ინფორმაციით, მედიკამენტი უფასოდ იქამდე გაიცემა, ვიდრე ამის საჭიროება იქნება.

აღსანიშნავია, რომ გრიპის ვირუსთან საბრძოლველად წელს სახელმწიფოს 11 მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული, საიდანაც 1 მილიონი ანტივირუსული პრეპარატის -„ტამიფლუს“ შესაძენად დაიხარჯა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული თანხა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით არის გათვალისწინებული და მთლიანად ინფექციურ დაავადებებზე დაიხარჯება.

შეგახსენებთ, რომ ანტივირული პრეპარატი „ტამიფლუ“ 12 იანვრიდან, ექიმის დანიშნულებით, ყველასთვის უფასო გახდა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა