ივანე მაჭავარიანი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, როს უილსონს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა ორ პარტნიორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, ასევე, აისახება ეკონომიკური მხარდაჭერის მასშტაბებზე.

ივანე მაჭავარიანმა სტუმარს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და ადმინისტრირების გამარტივების მიზნით საგადასახადო და საბაჟო სფეროში დაგეგმილი რეფორმები გააცნო.

ფინანსთა მინისტრის თქმით, აღნიშნული ინიციატივები ხელს შეუწყობს, რაც შეიძლება მეტი ამერიკული და საერთაშორისო კომპანია დაინტერესდეს საქართველოში ინვესტირებით.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს მხარდაჭერაზე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უწევს ფინანსთა სამინისტროს ფისკალური სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც აშშ-ის მთავრობა უწევს საქართველოს მთავრობას ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორის პროცესში და აღნიშნა, რომ განათლების სფერო მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა გამოთქვა მზაობა, გააგრძელოს ძალისხმევა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებისთვის.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი