ელმავალმშენებელ  ქარხანაში  დასაქმებულები დღეს აქციას გამართავენ

ელმავალმშენებელ ქარხანაში დასაქმებულები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროფესიული კავშირიდან აცნობეს. საპროტესტო აქცია 10:00 საათზე დაიწყება.

მათივე ინფორმაციით, მუშებს ადგილზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული მედიატორი შეხვდება, რის შემდეგაც, 11:00 საათზე მოლაპარაკებები სამმხრივ ფორმატში გაგრძელდება.

„დასაქმებულები 6 თვის სახელფასო დავალიანების დაუყოვნებლივ გასტუმრებას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ქარხნის ადმინისტრაციასთან სადაო საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ,,საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი" აწარმოებს. პროცესს შრომის სამინისტროს მიერ დანიშნული მედიატორი ხელმძღვანელობს.

ელმავალმშენებელი ქარხნის მუშებთან რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა დღესაც გამართეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა