თვითმხილველების ინფორმაციით, პირმა, რომელმაც ნაძალადევის რაიონში „ლიბერთი ბანკი“ გაძარცვა, შემთხვევის ადგილი ყვითელი მიკროავტობუსით დატოვა

თვითმხილველები ყვებიან, რომ პირმა, რომელმაც ნაძალადევის რაიონში „ლიბერთი ბანკი“ გაძარცვა, ყვითელ სამარშრუტო ტაქსში ჩაჯდა და წავიდა. მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ ძარცვაში ერთი პირი მონაწილეობდა. მათივე ინფორმაციით, იარაღის გასროლის ხმა არ გაუგიათ.

ნაძალადევის რაიონში, „ლიბერთი ბანკი“ გაძარცვეს. შემთხვევა დაახლოებით 10:00 საათზე მოხდა.

ამჟამად ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით.

იხილეთ ვიდეო: პირი, რომელმაც ნაძალადევში "ლიბერთი ბანკი" გაძარცვა, შემთხვევის ადგილი სავარაუდოდ ყვითელი მიკროავტობუსით დატოვა

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს