„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ“ 2018  წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარადგინა

„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ“ მთავრობის წარმომადგენლებს, საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ურთიერთთანამშრომლობა გააცნო.

„წითელი ჯვრის საზოგადოების“ პრეზიდენტის, ნათია ლოლაძის განცხადებით, მათ, როგორც ჰუმანიტარულ სფეროში მთავრობის დამხმარე ორგანიზაციამ, არაერთი საქმიანობა განახორციელეს მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად, ქვეყნის გამოწვევებისა და საჭიროებების საპასუხოდ.

„დღეს გაიმართა „საქართველოს წითელი ჯვრის“ 2018 წლის საქმიანობის შეჯამება. „საქართელოს წითელ ჯვარს“ აქვს 39 ფილიალი და 15 ათასი მოხალისე ჰყავს. ჩვენი ძირითადი მიმართულება დღეს რაც წარვადგინეთ, არის კატასტროფებისთვის მზადოფნა და რეაგირება, ასევე ჯანდაცვა და სოციალური საკითხები. ჩვენი მოხალისეები არიან დატრენინგებული და მზად არიან ნებისმიერი კატასტროფების დროს პირველადი რეაგირება აღმოუჩინონ დაზარალებულებს", - განაცხადა ნათია ლოლაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა