ბადრი ჯაფარიძე - კონტექსტიდან ამოგლეჯით ცდილობენ ეჭვი გააჩინონ, თითქოს რაღაც მოხდა - ჩვენი ყველაზე დიდი იარაღი არის გამჭვირვალობა

ანაკლიის პროექტი ვითარდება. მას ხელს ვერაფერი შეუშლის, - ამის შესახებ "თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯაფარიძის თქმით, ყველა ფინანსური ინსტიტუტი ანაკლიის პორტის პროექტში თანამშრომლობისთვის მზაობას გამოთქვამს.

„ინსტიტუტები, რომელთანაც ვმუშაობთ, არიან:- "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, "ოპიკი", "აზიის განვითარების ბანკი"... ყველა ეს ბანკი მუშაობს ჩვენთან, ჩვენ ჯგუფთან, ჩვენთან, როგორც ანაკლიის პროექტის დამფუძნებლებთან. მათ უნდათ ჩვენთან ერთად მუშაობა და მათ უნდათ ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს პროექტში მონაწილეობა. იმედი მაქვს, რომ ყველას ესმის პასუხისმგებლობა თავისი ქვეყნის მიმართ იმისთვის, რომ ეს პროცესი წარიმართოს ქვეყნის სასიკეთოდ," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

რაც შეეხება პროკურატურაში გაკეთებული განცხადების იმ ნაწილს, რომელიც "თიბისი ბანკის“ მიერ არჩევნებამდე სამი დღით ადრე, ოფშორულ კომპანიაზე ვალდებულებების გადაფორმებას უკავშირდება, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ამაში საგანგაშოს და დარღვევას ვერ ხედავს.

"მე არ ვიცი, ეს კონკრეტული რატომ იქნა ნახსენები და რა არის აქ საშინელება არ მესმის. ეს არის ჩემი აზრით, კიდევ ერთხელ ნახსენები კონტექსტიდან ამოგლეჯილად იმისთვის, რომ ეჭვი გააჩინონ, თითქოს რაღაც მოხდა. ჩვენი ყველაზე დიდი იარაღი არის გამჭვირვალობა, ამიტომაც მივედით კომიტეტში და კიდევ მივალთ," - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი