დავით სერგეენკო - საქართველოში ექიმების მიერ ანტიბიოტიკების არამიზნობრივად დანიშვნის პრობლემა არსებობს

საქართველოში, ყველა სხვა ქვეყნის მსგავსად, ექიმების მიერ ანტიბიოტიკების არამიზნობრივად დანიშვნის პრობლემა არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, სენფორდის სახელმძღვანელოს - „ანტიმიკრობული თერაპია” პრეზენტაციის დაწყებამდე განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი საუკუნის გამოწვევაა. “მას აქვს საუკუნის ჯანდაცვის გამოწვევის კატეგორია მინიჭებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ანუ საქართველოშიც არის, ისევე, როგორც ყველა სხვა ქვეყანაში”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მინისტრის თქმით, აღნიშნული სახელმძღვანელო ექიმებს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში დაეხმარებათ, მათ შორის ანტიბიოტიკების დანიშვნის პროცესშიც. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სენფორდის სახელმძღვანელოს „ანტიმიკრობული თერაპია“ 2018 წლის ვერსია ქართულ ენაზე მეორე გამოცემაა, რომელიც დაიბეჭდა აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) მხარდაჭერით.

სახელმძღვანელო პირველად სამი წლის წინ გამოიცა. უწყების ინფორმაციით, მრავალი დაავადების ანტიმიკრობული თერაპიის მიდგომების შეცვლამ განაპირობა სენფორდის სახელმძღვანელოს 2018 წლის გამოცემის ქართულად თარგმნის აუცილებლობა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა