დავით სერგეენკო - ვერ ვხედავ ტენდენციას, რომ მმართველ გუნდს ძველი თაობის წარმომადგენლები ტოვებდნენ

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ვერ ხედავს ისეთ ტენდენციას, რომ მმართველ გუნდს ძველი თაობის წარმომადგენლები ტოვებდნენ, - ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მმართველი გუნდის შესაძლო დაშლასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განუცხადა.

მინისტრის თქმით, ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ პარლამენტი იღებს მთავარ გადაწყვეტილებებს და ამ პროცესში მოსაზრებების შეჯერება ყოველთვის არ ხერხდება. “იმ ადამიანებში, ვინც პარტია დატოვა, იყვნენ როგორც ძველი, ისე ახალი თაობის წარმომადგენლები. ისეთ ტენდენციას, რომ ძველი თაობა ტოვებდეს პარტიას, მე ვერ ვხედავ. იმის მიზეზები, თუ რატომ გააქტიურდა ეს საკითხები და რატომ დადგა დღის წესრიგში, ჩემი აზრით, არის ის, რომ პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ ახალი კონსტიტუცია შევიდა ძალაში, რომელიც პარლამენტს აძლევს წამყვან ფუნქციას - საქართველო გახდა საპარლამენტო რესპუბლიკა. ეს ნიშნავს იმას, რომ პარლამენტი იღებს მთავარ გადაწყვეტილებებს. ამ გადაწყვეტილებებში მოსაზრებების შეჯერება ჯერჯერობით ყოველთვის არ ხერხდება და ამის მიზეზი არის ეს.

ბოლო თვეებია, ქვეყნის მართვაში პარლამენტის ფუნქცია გაიზარდა, გადაწყვეტილებების მიღება განსხვავებული აზრების შეჯერებით ხდება, განსხვავებით აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, რომელიც აღასრულებს პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და ამ შეჯერებაში ყოველთვის არ ხდება პირდაპირი მნიშვნელობით შეჯერება - ადამიანები რჩებიან თავიანთ მოსაზრებაზე“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატებმა ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა, გედევან ფოფხაძემ და ზვიად კვაჭანტირაძემ მმართველი გუნდი დატოვეს. ასევე, დეპუტატები გია ჟორჟოლიანი, კობა ნარჩემაშვილი და მირიან წიკლაური უმრავლესობის დატოვებას აანონსებენ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე